"მე ჩემს შვილებს თამამად ჩავხედავ თვალებში, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ეს?!" - ელენე ხოშტარია ციხიდან მიმართვას ავრცელებს
პოლიტიკა ·

"რადგან არა მაქვს შესაძლებლობა, რომ ფიზიკურად ვიყო იქ, ბათუმში, სადაც ეს მართლა ისტორიული პროცესი მიდის, მინდა, რომ მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს. მივმართო პირდაპირ და ძალიან დიდი თხოვნა მაქვს, რომ მოისმინოთ ეს ჩემი მიმართვა. გაკვირდებით, ამდენი დღეა გაკვირდებით, გაკვირდებით ძალიან დიდი ყურადღებით. ვაკვირდები თქვენს სიტყვას, ინტონაციას, მიმიკებს, ზოგადად, როგორ მიგყავთ ეს პროცესი, როგორ ატარებთ ამ ყველაფერს და გული მიკვდება.