ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მედიასაშუალებების დასანქცირების მიზეზებს განმარტავს

პოლიტიკა ·

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მედიასაშუალებების დასანქცირების მიზეზებს განმარტავს

დიდი ბრიტანეთის მიერ საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მთავარი მიზანი უკრაინის სუვერენიტეტის დამაზიანებელი პროპაგანდის შეჩერებაა. საკითხზე BMG tv-ის გადაცემა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში ბრიტანეთის ელჩმა ისაუბრა. გარეთ უორდი მედიის თავისუფლების უფრო ფართო პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ მედიასექტორზე ზეწოლის საკითხთან დაკავშირებით შეშფოთებას არა მხოლოდ გაერთიანებული სამეფო, არამედ ევროპული ქვეყნების უფრო ფართო ჯგუფიც გამოხატავს.