ბერა ივანიშვილი სასამართლოსგან ითხოვს, ჟურნალისტებმა მის შესახებ კითხვები აღარ დასვან

პოლიტიკა ·

ბერა ივანიშვილი სასამართლოსგან ითხოვს, ჟურნალისტებმა მის შესახებ კითხვები აღარ დასვან

ბერა ივანიშვილი სასამართლოსგან ითხოვს, რომ მედიის წარმომადგენლებმა მის შესახებ შეკითხვები აღარ დასვან. ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ საგამოძიებო გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადეს. გადაცემის წამყვანის თქმით, ბერა ივანიშვილის სახელით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი ადვოკატმა დავით ასათიანმა შეიტანა. გადაცემაში წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, დავა ტელეკომპანია „პირველისა“ და ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმდინარეობს.