არჩილ გორდულაძე - დღეს, ნახევარი დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აკრძალა „ნაციონალური მოძრაობა“ - ანა წითლიძის განცხადება არის ზუსტად კონსტიტუციური წესრიგის დამხობა

პოლიტიკა ·

დღეს, ნახევარი დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ“ აკრძალა “ნაციონალური მოძრაობა” და დაამტკიცა, რომ ისინი არაკონსტიტუციურები არიან, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც გორდულაძემ აღნიშნა, ანა წითლიძის განცხადება, რომ მოქალაქეებს ადმინისტრაციული ორგანოების დაკავების უფლება აქვთ, ეს არის ზუსტად კონსტიტუციური წესრიგის დამხობა.