„ანაფორები რომ აცვიათ და ზიზილ-პიპილოები აქვთ გარშემო...“ - გოგა ხაინდრავა ეპისკოპოსებს აკრიტიკებს

პოლიტიკა ·

„ანაფორები რომ აცვიათ და ზიზილ-პიპილოები აქვთ გარშემო...“ - გოგა ხაინდრავა ეპისკოპოსებს აკრიტიკებს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ეპისკოპოსები გოგა ხაინდრავას მწვავე განცხადებების სამიზნე გახდნენ. გადაცემა „რეალურ პოლიტიკაში“ ხაინდრავამ ოთხი მღვდელმთავრის ქადაგებები პოლიტიკურ განცხადებებად შეაფასა და ამტკიცებდა, რომ მათი გამოსვლები წინასწარ იყო შეთანხმებული. განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა ხელისუფლების მისამართით გამოყენებულ შეფასებას - „ურწმუნოთა ხელისუფლება“.