ანა წითლიძე პლენუმი კითხვაზე ემინჯნებიან თუ არა 20 ივნისის აქციას - ანტისაოკუპაციო აქციებს არ გავემიჯნებით - გავრილოვი რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, ეს დავგმეთ და მოქალაქეებს იმის უფლება ჰქონდათ, რომ გაეპროტესტებინათ
პოლიტიკა ·

ბატონო სერგო [მეთოფიშვილი], გავრილოვი რომ პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, ეს დავგმეთ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს იმის უფლება ჰქონდათ, რომ გაეპროტესტებინათ და ეთქვათ, „ქართული ოცნებისთვის“, რომ არ შეიძლება ოკუპანტი ჩასვა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, რომელშიც ზვიად გამსახურდია იჯდა, - ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის კითხვას - რა პოზიცია აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე.