ანა წითლიძე მოსამართლის კითხვაზე: რას უჭერდა მხარს 4 ოქტომბერს? - როცა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მიტაცებულია, როცა ხელისუფლება არალეგიტიმურია, ადამიანებს აქვთ უფლება, ქუჩაში გამოვიდნენ და ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა დაიკავონ!
პოლიტიკა ·

როდესაც ყველა სახელმწიფო სტრუქტურა მიტაცებულია და ჩემი შეფასებაა ეს, როდესაც არალეგიტიმურია ხელისუფლება, როდესაც არჩევნები არ აქვთ საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება, რომ გამოვიდნენ ქუჩაში და დაიცვან საკუთარი კონსტიტუციური უფლება, მათ შორის, ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა დაიკავონ, ეს არის ჩემი პასუხი და არა პარტიის. ჩემი კონკრეტული პასუხი, რადგან მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც 4 ოქტომბერს მხარს ვუჭერდი და დღესაც ზუსტად ასე ვთვლი, იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ჰყავს არალეგიტიმური ხელისუფლება.