ამოხეთქა მათმა შინაგანმა ურჯულობამ, ეს იყო “მესიჯ ბოქსი“, რომ შეიძლება ლანძღვა მეუფესი - სალომე ზურაბიშვილი
პოლიტიკა ·

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერისა და წლების წინ ამ პარტიის პიარ-კონსულტანტის მიერ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის გინების ფაქტს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გამოეხმაურა. როგორც მან ფეისბუქ ლაივიში კითხვა-პასუხისას განაცხადა, ეს იყო “მესიჯ ბოქსი“, რომ შეიძლება ლანძღვა მეუფესი, იმიტომ რომ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მმართველობა.