ალექსანდრე ხვთისიაშვილი: გაეროს გენერალური მდივნის თხოვნით გაიმართა შეხვედრა, ანტონიო გუტერეშმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს გაეროს მუშაობაში საქართველოს აქტიური ჩართულობისთვის
პოლიტიკა ·

მიხეილ ყაველაშვილის ანტალიაში ვიზიტი გრძელდება. სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს შეხვდა. მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების გარემო და საქართველოსა და გაეროს შორის მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გარდა ამისა, პრეზიდენტმა არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.