ALDE რეზოლუციით მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი
პოლიტიკა ·

დუბლინში, ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) საბჭოზე საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღეს. ALDE-ის დოკუმენტი გმობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს, პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნას, მშვიდობიანი პროტესტის შეზღუდვასა და ინტერნეტში გამოთქმული კრიტიკისთვის მოქალაქეთა დასჯას.