ALDE ახალი რეზოლუციით ივანიშვილის სანქცირებას და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შეჩერებას მოითხოვს
პოლიტიკა ·

ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) საბჭომ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია მმართველი პარტიის მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სასამართლო საქმეს, პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლის დევნას და ინტერნეტში გამოთქმული კრიტიკისთვის მოქალაქეთა დასჯას გმობს. რეზოლუცია დაუყოვნებლივ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს. ALDE ქართულ ოცნებას ასევე მოუწოდებს შეწყდეს ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ საბოტაჟის ბრალდებით საქმის წარმოება. გარდა ამისა, რეზოლუციაში ...