ALDE-ს რეზოლუცია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს „დასრულდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, გაწვეულ იქნას უცხოური აგენტების კანონი და ჩატარდეს ახალი არჩევნები”
პოლიტიკა ·

ALDE პარტიამ რეზოლუცია - „საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის დაცვა და პოლიტიკური რეპრესიების დასრულება“ მიიღო. დოკუმენტით ALDE საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს „დასრულდეს ოპოზიციური პარტიების აკრძალვა, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები“.