ALDE-ს პრეზიდენტი - „ქართული ოცნების” რეჟიმი სულ უფრო რეპრესიული ხდება - ევროკავშირს მოვუწოდებთ, უფრო გამბედავად იმოქმედონ: რეჟიმის პასუხისმგებელი ლიდერების მიზნობრივი სანქციები, აქტივების გაყინვა და სავიზო შეზღუდვები

პოლიტიკა ·

„ქართული ოცნების” რეჟიმი სულ უფრო და უფრო ამკრძალავი და რეპრესიული ხდება პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ, - ამის შესახებ ALDE პარტიის პრეზიდენტმა, სვენია ჰანმა განაცხადა. „უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ALDE პარტიაში საქართველოში პოლიტიკურ მოვლენებზე. “ქართული ოცნების” რეჟიმი სულ უფრო და უფრო ამკრძალავი და რეპრესიული ხდება პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. ძალიან შეშფოთებულები ვართ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე და პოლიტიკური ლიდერების მოპყრობაზე.