ეს არის დასტური, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ პარტიას ან სახელმწიფო სტრუქტურას წარმოადგენს, კანონდამრღვევი დაისჯება - აკაკი ალადაშვილი ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმის განაჩენზე
პოლიტიკა ·

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების მიმართ ხუთ-ხუთი წლით პატიმრობის მისჯას მმართველ გუნდში ეხმიანებიან. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, აკაკი ალადაშვილის თქმით, ეს განაჩენი იმის დასტურია, რომ დღეს საქართველოში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული კონსტიტუციით და ყველა ადამიანი არის კანონის წინაშე თანასწორი.