ჯგუფმა Placebo ბრაიან მოლკოს ავადმყოფობის გამო ევროპული ტურნეს კიდევ ორი კონცერტი გააუქმა
სიახლე ·

ჯგუფმა Placebo-მ ევროპული ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი კიდევ ორი კონცერტი გააუქმა. მიზეზი ჯგუფის სოლისტის, ბრაიან მოლკოს ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რომელსაც ექიმებმა მძიმე ლარინგიტი დაუდგინეს. ჯგუფის განცხადებით, ბუდაპეშტსა და პრაღაში დაგეგმილი შოუები ვერ შედგება. მუსიკოსებს მანამდე მიუნხენსა და ვენაში დაგეგმილი კონცერტების გაუქმებაც მოუწიათ. „ბრაიანს გასულ კვირას მძიმე ლარინგიტის დიაგნოზი დაუსვეს.