ბრიტნი სპირსმა საკუთარი სამკაულების ბრენდი დააანონსა
სიახლე ·

44 წლის პოპვარსკვლავმა ბრიტნი სპირსმა ახალი ბიზნესსაქმიანობა წამოიწყო და საკუთარი სამკაულების ბრენდი, BTiny Jewels, დააანონსა. მომღერლის ოფიციალური ვებგვერდი პარასკევს გაეშვა, სადაც აღნიშნულია, რომ პროექტზე მუშაობა მან ორი წლის წინ დაიწყო. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, სამკაულების კოლექცია „23 წლის განმავლობაში მზადდებოდა“. ამ ეტაპზე პროდუქციის შეძენა ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა მსურველებს შეუძლიათ ვებგვერდზე დარეგისტრირდნენ და სიახლეები ელოდონ.