ზელენსკის განცხადებით, აშშ-მა უკრაინას ნატოში წევრობა დონბასის სანაცვლოდ შესთავაზა
მსოფლიო ·

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა , რომ ამერიკულმა მხარემ უკრაინას ჰკითხა, მზად არის თუ არა ის, რომ დონბასიდან ჯარების გაყვანის სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანდეს. როგორც ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ამერიკელებმა პირველად დასვეს კითხვა, გავა თუ არა უკრაინა დონბასიდან, თუ ნატოში შევა. „არაერთხელ მითქვამს, რომ უკრაინა უკან არ იხევს და თავის ტერიტორიებს ტერორისტებს არ აძლევს. ამერიკელებმა დასვეს კითხვა: „თუ უკრაინა შევა ნატოში, დატოვებს, თუ არა ის დონბასს?“. ეს პირველად მოხდა.