ზელენსკი: ევროპას საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება, მნიშვნელოვანია ევროპა მოლაპარაკებების პროცესში უშუალოდ ჩაერთოს

მსოფლიო ·

ზელენსკი: ევროპას საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობა ექნება, მნიშვნელოვანია ევროპა მოლაპარაკებების პროცესში უშუალოდ ჩაერთოს

უკრაინის პრეზიდენტი ირლანდიაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა. დუბლინის მახლობლად მდებარე კეისმენტის სამხედრო ავიაბაზაზე გამართულ მოლაპარაკებებზე ამერიკულმა მხარემ უკრაინის ლიდერს მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან გამართული შეხვედრის შედეგები გააცნო. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდში სრულუფლებიანი წევრების სტატუსით ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.