ზელენსკი მიესალმება ბაქოსა და კიევს შორის დრონებთან დაკავშირებით გაფორმებულ ახალ შეთანხმებებს

მსოფლიო ·

ზელენსკი მიესალმება ბაქოსა და კიევს შორის დრონებთან დაკავშირებით გაფორმებულ ახალ შეთანხმებებს

უკრაინამ და აზერბაიჯანმა დრონებთან თანამშრომლობის შეთანხმების ფარგლებში კონტრაქტები გააფორმეს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. უკრაინას შეთანხმების დეტალები არ გაუსაჯაროებია, ხოლო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეხვედრის ოფიციალურ ანგარიშში მასზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.