ზელენსკი: აშშ-მ დონბასიდან ჯარის გაყვანის სანაცვლოდ, NATO-ში გაერთიანება შემოგვთავაზა
მსოფლიო ·

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენლებთან დისკუსიებისას ამერიკელებმა დასვეს კითხვა, შეუძლია თუ არა უკრაინას დათანხმდეს დონბასის იმ ტერიტორიებიდან საკუთარი ჯარების გაყვანას, რომლებიც კვლავ მის კონტროლქვეშ რჩება, ქვეყნის ნატოში მიღების სანაცვლოდ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, თუ ამერიკული მხარე და NATO-ს სხვა პარტნიორები აღნიშნულ წინადადებას დაადასტურებენ, ის მის განხილვას უკრაინულ საზოგადოებას შესთავაზებს.