ზაპოროჟიეში რუსული ავიადარტყმების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 წლის ბავშვი
მსოფლიო ·
წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის 2 წლის ბიჭი. ყველას უტარდება საჭირო სამედიცინო დახმარება. დაზარალებულთა რაოდენობა ზუსტდება. მაშველებმა ტერიტორია დაათვალიერეს, დაშავებულებს ეძებდნენ და მათ დახმარებას უწევდნენ. ერთ-ერთი ბინიდან კაცის დებლოკირება მოხერხდა. დარტყმების შედეგად დაზიანდა ორი კერძო საცხოვრებელი სახლი, ავტოფარეხები და მრავალსართულიანი კორპუსების მინები. ასევე გაჩნდა მსუბუქი ავტომობილების ხანძარი 25 კვ. მ ფართობზე: 10 ავტომობილი განადგურდა, კიდევ 10 კი დაზიანდა.