ვოლგოგრადში „ლუკოილის" ქარხანაზე დარტყმის შემდეგ ავტოგასამართ სადგურებთან რიგები დადგა

მსოფლიო ·

ვოლგოგრადში „ლუკოილის" ქარხანაზე დარტყმის შემდეგ ავტოგასამართ სადგურებთან რიგები დადგა

ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკრაინული დრონებით მასირებული შეტევისა და ერთ-ერთ საწარმოში ხანძრის შესახებ განაცხადა. უკრაინული და რუსული წყაროების ცნობით, ეს საწარმო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა „ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკაა". ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატების „ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად“ ხანძრებია ქალაქ ვოლგოგრადის სამხრეთის სამრეწველო ზონაში მდებარე საწარმოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე.