აშშ-ის ტრანსპორტის მდივანი: აშშ-ის აეროპორტებში ფრენები საკომუნიკაციო პრობლემის გამო შეჩერდა

მსოფლიო ·

აშშ-ის ტრანსპორტის მდივანი: აშშ-ის აეროპორტებში ფრენები საკომუნიკაციო პრობლემის გამო შეჩერდა

აშშ-ის ტრანსპორტის მდივნის, შონ დაფის განცხადებით, ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ ( FAA ) ქვეყნის მასშტაბით ყველა აეროპორტში ფრენები დროებით შეაჩერა. მისი თქმით, შეზღუდვის მიზეზი საკომუნიკაციო პრობლემა გახდა, რომელმაც საჰაერო მოძრაობის მართვის ყველა საკონტროლო ცენტრი მოიცვა. „ FAA -ს ტექნიკოსები ამ პრობლემას იკვლევენ. როგორც კი ახალი დეტალები გვექნება, დაუყოვნებლივ გაცნობებთ“, - წერს შონ დაფი სოციალურ ქსელში.