უკრაინის ელჩობა ვარშავის გეტოს გმირების ძეგლის დაზიანებას გმობს

მსოფლიო ·

უკრაინის ელჩობა ვარშავის გეტოს გმირების ძეგლის დაზიანებას გმობს

უკრაინის ელჩობამ პოლონეთში გამოთქვა პროტესტი ვარშავაში, გეტოს გმირების ძეგლის ვანდალიზმის გამო. ძეგლზე უცნობმა პირებმა დაწერეს წარწერა „სლავა უპა“. ელჩობა ამ აქტს რუსეთის ჰიბრიდულ ომად მიიჩნევს, რომელიც უკრაინელებსა და პოლონელებს შორის მტრობის გაღვივებას ისახავს მიზნად.