უკრაინაში მსხვერპლია რუსული დრონებით მორიგი შეტევის შედეგად
მსოფლიო ·

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დედაქალაქ კიევის შევჩენკოს რაიონში დარტყმა იყო სამედიცინო დაწესებულების 6-სართულიან შენობაზე, რომლის ნაწილი დამწვარი და დანგრეულია. ევაკუირებულია 37 ადამიანი. ერთი დაშავებულია. ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, შეტევა იყო ქალაქ ზაპოროჟიეს ერთ-ერთ რაიონზე, სადაც კერძო სახლებია. ერთ-ერთის ნგრევის შედეგად 17 წლის ბიჭი დაიღუპა. მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.