უკრაინის თავდაცვის ძალებმა სამ რუსულ საწარმოს დაარტყეს, — გენშტაბი
მსოფლიო ·
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამ საწარმოს დაარტყეს. გენშტაბის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ნიჟნეკამსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ და კაუჩუკის მწარმოებელ ქარხნებზე, ასევე ბრიანსკის ოლქში არსებულ საავიაციო საწარმოზე.