უკრაინის ფრონტისპირა და ოკუპირებული ტერიტორიები უსინათლოდ დარჩა

მსოფლიო ·

უკრაინის ფრონტისპირა და ოკუპირებული ტერიტორიები უსინათლოდ დარჩა

დნეპრში ერთ-ერთ ენერგეტიკულ ობიექტზე რუსეთის რამდენიმე დარტყმის შედეგად კვირას ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა დაიწყო, იუწყებიან საქალაქო „ცენტრალურ ენერგეტიკულ კომპანიაში“. „ჯერჯერობით რთულია ელექტრომომარაგების აღდგენის ვადების პროგნოზირება“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. შემოღებულია ელექტროენერგიის საგანგებო გათიშვები. უკრაინული ტელეგრამის არხების ცნობით, დნეპრში ასევე შეინიშნება წყალმომარაგების პრობლემები, არ მუშაობს მეტრო და ელექტროტრანსპორტი.