ტრამპის, პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა ჩინეთში მომავალ კვირას გაიმართება
მსოფლიო ·

თეთრი სახლის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი მომავალ კვირას ჩინეთში, სამიტის ფარგლებში, შეხვედრას გეგმავენ. აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების საიმხრივი შეხვედრა გაიმართება აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში, რომელიც ჩინეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ შენჟენში გაიმართება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თეთრი სახლის პრესსპიკერმა ოლივია უელსმა განუცხადა. მისი თქმით, ლიდერების შეხვედრა 19 ნოემბერსაა დაგეგმილი.