ტრამპი, ში ძინპინი და პუტინი ჩინეთში შეხვდებიან

მსოფლიო ·

ტრამპი, ში ძინპინი და პუტინი ჩინეთში შეხვდებიან

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორშაბათს ფილიპინებში გაემგზავრება და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის შეხვედრას დაესწრება. შემდეგ ის ჩინეთის შენჟენში გადავა, სადაც 19 ნოემბერს ჩინეთის ლიდერ ში ძინპინთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სამმხრივი შეხვედრა იგეგმება. თეთრი სახლის ცნობით, მოლაპარაკებებზე ბირთვული იარაღის შემცირება იქნება განხილული.