ტირანაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
მსოფლიო ·

ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტუდენტებმა ანტისამთავრობო აქცია გამართეს. მათ პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომა მოითხოვეს . დემონსტრანტები განათლების სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პრემიერის რეზიდენციისკენ გაემართნენ. ისინი სწავლის საფასურის შემცირებას, განათლების დაფინანსების გაზრდასა და კორუფციის აღმოფხვრას ითხოვდნენ. დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებაც მოხდა.