The Telegraph: უკრაინულმა დრონმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდს დაარტყა - გემს პორტში დაბრუნება მოუწია

მსოფლიო ·

The Telegraph: უკრაინულმა დრონმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდს დაარტყა - გემს პორტში დაბრუნება მოუწია

უკრაინულმა დრონმა ფინეთის ყურეში რუსულ სამხედრო ხომალდ „ნარო-ფომინსკს“ დაარტყა, რის შემდეგაც გემი იძულებული გახდა პორტში დაბრუნებულიყო. ინფორმაციას The Telegraph-ი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რუსულ გემზე თავდასხმა რუსეთის ნავთობტერმინალების წინააღმდეგ ჩატარებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის ფარგლებში განხორციელდა. ფინური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ თავდასხმა ოთხშაბათს, გამთენიისას, სუურსაარის კუნძულის მახლობლად განხორციელდა.