The Telegraph: რუსეთის განახლებული ბალისტიკური რაკეტები უკრაინის ორად გაყოფის საფრთხეს ქმნის

მსოფლიო ·

The Telegraph: რუსეთის განახლებული ბალისტიკური რაკეტები უკრაინის ორად გაყოფის საფრთხეს ქმნის

რუსეთმა ბალისტიკური რაკეტები ისეთი ტექნოლოგიით აღიჭურვა, რომელიც მათ ფრენის დროს მიმართულების შეცვლისა და სამიზნეზე მაღალი სიზუსტით დარტყმის შესაძლებლობას აძლევს. როგორც The Telegraph წერს, მოსკოვი ამ შესაძლებლობას უკრაინის სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყენებს, რაც ქვეყანას მდინარე დნიპროს გასწვრივ ორად გაყოფის საფრთხეს უქმნის. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა „ისკანდერის“ ტიპის რაკეტებზე ოპტიკური და რადარული დამიზნების თავაკები დაამონტაჟეს.