The New York Times: რუსეთი უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად ნატოს 1997 წლის საზღვრებზე დაბრუნებას კვლავ მოითხოვს

მსოფლიო ·

The New York Times: რუსეთი უკრაინასთან შეთანხმების მისაღწევად ნატოს 1997 წლის საზღვრებზე დაბრუნებას კვლავ მოითხოვს

The New York Times-ის ინფორმაციით , 2022 წლის დასაწყისში, უკრაინაში შეჭრამდე ორი თვით ადრე, რუსეთმა დასავლეთს ვრცელი მოთხოვნები წაუყენა. მათ შორის იყო მოთხოვნა, ნატოს აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო ძალები 1997 წლამდე არსებულ პოზიციებზე დაებრუნებინა - იმ პერიოდამდე, ვიდრე ალიანსი რუსეთის საზღვრებთან გაფართოებას დაიწყებდა. ახლა, უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან მიმდინარე დახურულ მოლაპარაკებებზე რუსეთმა ეს პოზიცია კვლავ წამოაყენა, ზოგ შემთხვევაში სიტყვა-სიტყვით გაიმეორა.