რუსეთის ქალაქ ტაგანროგზე დრონებით იერიში განხორციელდა: დაზიანდა ორი ქვესადგური და ხიდი

მსოფლიო ·

რუსეთის ქალაქ ტაგანროგზე დრონებით იერიში განხორციელდა: დაზიანდა ორი ქვესადგური და ხიდი

წინასწარი მონაცემებით, ერთ-ერთი სამიზნე შესაძლოა 220-კილოვოლტიანი ქვესადგური „ტაგანროგ-10“ გამხდარიყო. ეს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტია, რომელიც ქალაქისა და სამრეწველო ზონის, კერძოდ სააქციო საზოგადოება „ტაგმეტის“ საწარმოს ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. ადგილობრივი მცხოვრებლები ელექტროგადამცემი ხაზის მიდამოებში მომხდარი აფეთქებების ვიდეოებს აქვეყნებენ. როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ხიდსა და ორ ქვესადგურზე თავდასხმის შესახებ განაცხადა.