სირიაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

მსოფლიო ·

სირიაში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

სირიის დედაქალაქ დამასკოს მახლობლად, ქალაქ ჯარამანაში ძლიერი აფეთქება მოხდა , რასაც ორი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა. ადგილზე საგანგებო და სამაშველო სამსახურები მუშაობდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო დამონტაჟებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.