საპროტესტო აქციების ფონზე, საფრანგეთში პიროტექნიკის გაყიდვა დროებით აიკრძალა
მსოფლიო ·

საპროტესტო აქციების ფონზე, საფრანგეთში პიროტექნიკის გაყიდვა დროებით აიკრძალა. მედიის ცნობით, მთავრობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საპროტესტო აქციების დროს ერთ-ერთი სკოლის დირექტორი და მასწავლებელი სხვა პირებთან ერთად ფეიერვერკის გასროლის შედეგად დაშავდნენ. მთავრობის გადაწყვეტილებით, პიროტექნიკის გაყიდვა 27 ნოემბრამდე აკრძალა. აკრძალვა ვრცელდება F2 და F3 კატეგორიის ფეიერვერკებზე. F4 კატეგორიის ნაწარმი კი კვლავ მხოლოდ პროფესიონალი პიროტექნიკოსებისთვის არის ხელმისაწვდომი.