საფრანგეთში ფასების ზრდის გამო გამართულ საპროტესტო აქციებში 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა

მსოფლიო ·

საფრანგეთში ფასების ზრდის გამო გამართულ საპროტესტო აქციებში 100 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა

ეს უკვე ზედიზედ მეხუთე შაბათია, როდესაც საფრანგეთის მოქალაქეები მასშტაბურ დემონსტრაციებს მართავენ. მომიტინგეები ხელფასების მატებასა და განათლების დაფინანსების გაზრდას მოითხოვენ. უკმაყოფილება ცხოვრების გაძვირებისა და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის შემცირების ფონზე გროვდებოდა. აქციებს შეუერთდნენ პროფკავშირები, სტუდენტები და მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მონაწილეები, რომელიც ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ მასშტაბური პროტესტებით ჯერ კიდევ 2018 წლიდან არის ცნობილი.