რა საკითხები განიხილეს ალიევმა და ფაშინიანმა დუბლინში შეხვედრისას?

მსოფლიო ·

რა საკითხები განიხილეს ალიევმა და ფაშინიანმა დუბლინში შეხვედრისას?

2026 წლის 12 ნოემბერს, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტის ფარგლებში, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ერთმანეთს შეხვდნენ. მოგვიანებით ორივე ლიდერის ადმინისტრაციამ ცალცალკე გაავრცელა შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ იდენტური ინფორმაცია. როგორც ალიევის და ფაშინიანის ადმინისტრაციები იტყობინება, ლიდერებმა განიხილეს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო დღის წესრიგის წინსვლის საკითხები.