საფრანგეთში 100 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა დემონსტრაციებზე
მსოფლიო ·

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 14 ნოემბერს 106 ათასი ადამიანი გამოვიდა საფრანგეთის ქალაქებში გამართულ დემონსტრაციებზე. პარიზში დემონსტრანტების რაოდენობამ დაახლოებით 24 ათასი შეადგინა. ფრანგები უკვე მეხუთე შაბათია, რაც ზედიზედ გამოდიან მარშებზე მთავრობისადმი მოთხოვნით, გადახედოს საბიუჯეტო და სოციალურ პოლიტიკას. ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ ფასების ზრდის, ცხოვრების გაძვირების, სახელმწიფო მომსახურების დაბალი ხარისხის გამო, ისეთისა, როგორიცაა განათლება და სოციალური დახმარება.