საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 14 ნოემბერს გამართულ აქციებში 106 000 ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციამ 121 პირი დააკავა
მსოფლიო ·

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 14 ნოემბერს საპროტესტო აქციებში 106 000 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 24 000 პარიზში. მობილიზებული იყო 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი. რაც შეეხება ახალგაზრდული პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებს, მათი შეფასებით, აქციებში 200 000 ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის 100 000 პარიზში. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ქვეყნის მასშტაბით 121 ადამიანი იყო დაკავებული.