შაბათს რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რაიონზე მიიტანა იერიში, არიან დაშავებულები

მსოფლიო ·

შაბათს რუსეთმა უკრაინის რამდენიმე რაიონზე მიიტანა იერიში, არიან დაშავებულები

როგორც ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელი მიხაილო სემიკინი წერს ტელეგრამში, ვოზნესენკის რაიონში თავდასხმის შედეგად დაზიანდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი და სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის ორი ბავშვია. ქალაქის ხორტიცის რაიონში იერიშის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვი, რომელსაც ჯერ არ შესრულებია ერთი წელი. ასევე, ზაპოროჟიეს ზავოდსკის რაიონში რუსეთის შეტევა განხორციელდა ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. დაზიანდა შენობა, გაჩნდა ხანძარი და დაშავდა 32 წლის მამაკაცი.