რუსეთში დროებით მართვაში გადასული კომპანიები არმიას ურიცხავენ მილიარდობით რუბლს
მსოფლიო ·

რუსეთში უცხოური კომპანიების ადგილობრივი ქვედანაყოფები, რომლებიც დროებით გადაყვანილია კრემლის მიერ დანიშნული მენეჯერების მართვაში, მილიარდობით რუბლს ურიცხავენ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთის არმიას უჭერენ მხარს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Bloomberg-ი. ჟურნალისტებმა გააანალიზეს კომპანიათა ფინანსების აღრიცხვის მონაცემები. ყველაზე მეტ ფულს იღებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დაარსებული მოძრაობა "სახალხო ფრონტი".