რუსეთმა უკრაინელ მოსამართლეებზე ძებნა გამოაცხადა
მსოფლიო ·

გამოცემის თანახმად, გამოცდილი მოსამართლე კალენიაკი განიხილავს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის საქმეებს, რომლებიც უკრაინაში დაუსწრებლად მიმდინარეობს პარტია „ერთიანი რუსეთის“ სახელმწიფო დუმის დეპუტატების - მიხაილ ტერენტიევისა და ახმეტ დოგაევის წინააღმდეგ. იმავე ბაზაში, „მედიაზონამ“ აღმოაჩინა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ძებნის გამოცხადებას ვინიცის სასამართლოს სხვა მოსამართლეებზე - გენადი კაშპრუკსა და რუსლანა რომანჩუკზე - ასევე 2026 წლის 13 ნოემბერს.