რუსეთის მასიური დრონებით შეტევა უკრაინაზე, არის მსხვერპლი და ნგრევა
მსოფლიო ·

უკრაინაში რუსული ძალების მიერ განხორციელებული მორიგი მასიური დრონებით შეტევის შედეგად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდა და არიან მსხვერპლი. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 13 ნოემბრის დილით რუსეთის ჯარებმა უკრაინას ჯამში 117 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, საიდანაც 63 რეაქტიული ტიპის იყო. ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის ქვეყნის საჰაერო თავდაცვამ 80 დრონის მოგერიება შეძლო, თუმცა 24 ადგილზე პირდაპირი დარტყმა დაფიქსირდა.