Reuters: ნავთობი ზედიზედ მეორე კვირაა იაფდება - ბაზარზე ჭარბი მიწოდების მოლოდინი იზრდება
მსოფლიო ·

ნავთობის ფასები ზედიზედ მეორე კვირაა კლებისკენ მიდის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს . სააგენტოს ცნობით, გლობალურ ბაზარზე ნავთობის ჭარბი მიწოდების მოლოდინები გაიზარდა. ფასებზე გავლენას ახდენს ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური რისკების შემცირებაც, მაშინ როდესაც ვაშინგტონი ირანის ბლოკადაზეა კონცენტრირებული და ცხრა თვეა, მიმდინარე ომის ფარგლებში თეირანზე ეკონომიკურ ზეწოლას აძლიერებს.