პრაღაში 400 ათასამდე ადამიანი გამოვიდა პრესის თავისუფლების დასაცავად

მსოფლიო ·

პრაღაში 400 ათასამდე ადამიანი გამოვიდა პრესის თავისუფლების დასაცავად

პრაღაში 15 ნოემბერს გაიმართა მასობრივი დემონსტრაცია მასმედიის დაფინანსების მოსალოდნელი სამთავრობო რეფორმის წინააღმდეგ. ორგანიზატორთა შეფასებით, შეკრებილთა რაოდენობამ 350-400 ათას ადამიანს მიაღწია. ბევრი მათგანი ჩეხეთის სხვა ქალაქებიდან ჩავიდა პრაღაში. მოქალაქეთა უკმაყოფილება გამოიწვია მედიის დაფინანსების შესახებ კანონპროექტმა, რომელმაც ჩეხეთის პარლამენტში 24 ოქტომბერს გაიარა პირველი მოსმენა.