პორტუგალიის დედაქალაქში საცხოვრებელი სახლების გაძვირების წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა
მსოფლიო ·

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში საცხოვრებელი სახლების გაძვირების წინააღმდეგ ათასობით ადამიანი გამოვიდა. დემონსტრანტებმა მსვლელობა გამართეს და ხელისუფლებას ქვეყანაში გამწვავებული საცხოვრებელი კრიზისის მოგვარებისკენ მოუწოდეს. პორტუგალია ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საცხოვრებელი კრიზისის წინაშე დგას. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში ახალგაზრდები არიან, რადგან ხელფასების ზრდა საცხოვრებლის ფასების ზრდას ვერ ეწევა.