პორტუგალიაში ბინებზე ფასების სწრაფი ზრდა გააპროტესტეს
მსოფლიო ·

პორტუგალიაში ათობით ათასმა ადამიანმა ბინებზე ფასების სწრაფი ზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. მარშები ქვეყნის მასშტაბით 30-ზე მეტ ქალაქსა და დასახლებულ პუნქტში გაიმართა. აქციაში, რომელიც ლოზუნგით „არ მივცემთ უფლებას, წაგვართვან საცხოვრებლის უფლება“ მიმდინარეობდა, როგორც მოზარდები, ისე პენსიონერები მონაწილეობდნენ. აქტივისტები ქირის საფასურის ზრდის ზედა ზღვრის დაწესებას, გამოსახლებისგან მოიჯარეების სამართლებრივი დაცვის გაძლიერებასა და ხელმისაწვდომი საცხოვრებლების რაოდენობის გაზრდას ითხოვენ.