პოლონეთი არ გადარიცხავს თანხას PURL-ის პროგრამაში, რომლითაც ევროპული ქვეყნები აშშ-ში უკრაინისთვის იარაღს ყიდულობენ
მსოფლიო ·
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ გადარიცხავს თანხას PURL-ის პროგრამაში, რომლითაც ევროპული ქვეყნები აშშ-ში უკრაინისთვის იარაღს ყიდულობენ. ტუსკის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი ბიუჯეტის დეფიციტი და პოლონეთის თავდაცვითი ხარჯებია.