POLITICO: Mercedes-Benz-ი გერმანიაში ინვესტიციებს აჩერებს და ქარხნების დახურვას განიხილავს

მსოფლიო ·

POLITICO: Mercedes-Benz-ი გერმანიაში ინვესტიციებს აჩერებს და ქარხნების დახურვას განიხილავს

გერმანული ავტოგიგანტი Mercedes-Benz-ი გერმანიაში ყველა ახალი ინვესტიციის შეჩერებას და ქვეყანაში არსებული ქარხნების შესაძლო დახურვას განიხილავს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, კომპანიასა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ავტომწარმოებლის ხელმძღვანელობამ გააფრთხილა თანამშრომლები, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, გერმანიაში წარმოების გაგრძელებას აღარ გეგმავს და მომავალ ინვესტიციებს სხვა ქვეყნებში გადაიტანს.